დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული 2014-ის“ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული 2014“ |
| მიღების თარიღი | 22/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
განცხადება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული 2014-ის“ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ
|
შეტყობინება
2020 წლის 2 ოქტომბერს პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის 10 სექტემბერს პარტნიორის, დიმიტრი კარიბოვის მოწვევით და თავმჯდომარეობით ჩატარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული 2014“-ის პარტნიორთა კრება, რომელიც არ იყო გადაწყვეტილ;ებაუნარიანი ერთ-ერთი პარტნიორის დაუსწრებლობის გამო. შესაბამისად ვერ მოხერხდა საზოგადოების დირექტორის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე – 2020 წლის 2 ოქტომბერს დღის 12 საათზე იმავე საკითხზე ვიწვევ პარტნიორთა განმეორებით კრებას საზოგადოების საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მდებარე – საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ავტოსადგომზე არსებულ სამუშაო ოფისში, მისამართზე: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეჟბადინი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მარნეული 2014“ -ის პარტნიორი დიმიტრი კარიბოვი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები