დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არჩევნებშო დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ საქართველოს კონტროლის პალატისათვის საარჩევნო კამპანიისათვის დახარჯული თანხების შესახებ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164/1999 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/10/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56(63), 29/10/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.003.920 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.920
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება N164/1999
1999 წელი 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ საქართველოს კონტროლის პალატისათვის საარჩევნო კომპანიისათვის დახარჯული თანხების შესახებ სათანადო დკუმენტაციის წარდგენის თაობაზე
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო პარტიები და საარჩევნო ბლოკები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით გადალახეს ბარიერი, აგრეთვე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით პარლამენტის წევრად არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატები არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 6 დღისა საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალურ ოფისს წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით. ანგარიშგებას თან უნდა ერთვოდეს გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები