დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 618 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017112 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №71 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15/07/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016486) დამტკიცებული დებულების 39-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები და მე-5 პუნქტი არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.“.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ ამ ბრძანების მიზნების შესაბამისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები