„№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 22/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.027.017115
621
24/09/2020
ვებგვერდი, 24/09/2020
100020020.22.027.017115
„№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №621

2020 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017021) დამტკიცებული დებულების 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.“.

მუხლი 2
საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ ამ ბრძანების მიზნების შესაბამისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი