„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28304
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/09/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016587
28304
21/09/2020
ვებგვერდი, 24/09/2020
000000000.00.00.016587
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება28304

2020 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №5):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ​1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ​1) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციას. აღნიშნული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ს შესახებ ინფორმაციის საგადასახდო ორგანოში წარდგენას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნულისააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფას. მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას;“.

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ​1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​1) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ს შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა. მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას. ასევე, ანალიტიკური დეპარტამენტის გადახდევინების უზრუნველყოფის სამმართველოსათვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენას თანხების მოძრაობასთან/პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველსაყოფად;“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;“.

ბ) მე-15 მუხლის:

ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;“;

ბ.გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;“;

ბ.დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;“;

გ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილისაქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;“.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №14) მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ინტერნეტაუქციონზე მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის სახეების მიხედვით;“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                 ლევან კაკავა