„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1-3/754
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი 26/10/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 26/10/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.912
  • Word
1-3/754
26/10/1999
გამოუქვეყნებელი, 0, 26/10/1999
020.012.003.912
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                          020.012.003.912

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №1-3/754 

1999 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.05.99 წ. №1-3/274 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე კანონის შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილება და დაემატოს: ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიულ პირებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, სახელმწიფოებრივი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკურსის გარეშე უზუფრუქტის სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით ქონების გადაცემა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცის ბოლოში დაემატოს: ”სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1 პუნქტის, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულების ”სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ მე-3 თავის მე-11 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 ივლისის №262 განკარგულების მოთხოვნათა საფუძველზე.

3. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს, ამ ბრძანების ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად.

4. დაევალოს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს უზრუნველყოს ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ ი. ქავთარაძეს და მინისტრის მოადგილეს ბატონ დ. გელაშვილს.

მ. უკლება