„მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/09/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.159.016428
23
21/09/2020
ვებგვერდი, 22/09/2020
210020010.35.159.016428
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2020 წლის 21 სექტემბერი

ქ. მარნეული

„მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის, „გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი: 11/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.159.016424) და,

1. დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი

„1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:

ა) ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე:

ა.ა) კომერციული და მრავალბინიანი დანიშნულების ობიექტებისათვის – 4,0 ლარი;

ა.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლის სადგომი და სხვა) – 2,0 ლარი.

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე:

ბ.ა) კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის – 2,0 ლარი;

ბ.ბ) ინდივიდუალური და სააგარაკო სახლებისათვის (დამხმარე ნაგებობა, ავტოფარეხი, საქონლი სადგომი და სხვა) – 1,0 ლარი;

ბ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი – 3,0 ლარი.

გ) ხაზობრივ ნაგებობებზე თითოეული გრძივი მეტრისათვის:

გ.ა) II, III კატეგორიის ნაგებობებზე  – 1,0 ლარი;

გ.ბ) IV კატეგორიის ნაგებობებზე – 0,50 ლარი;

2.  ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) II კლასის ობიექტისათვის – 50 ლარი;

ბ) III კლასის ობიექტისათვის – 200 ლარი;

გ) IV კლასის ობიექტისათვის – 400 ლარი;

3. „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობისათვის (მშენებლობა, რომელიც საჭიროებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებას), მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე – 4,0 ლარი;

ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე – 3,0 ლარი.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული მშენებლობა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე