დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ს.ს „თბილხელსაწყოს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს „თბილხელსაწყო“ |
| მიღების თარიღი | 18/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
განცხადება
ს.ს „თბილხელსაწყოს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ |
ს/ს „თბილხელსაწყოს“ (ს/კოდი: 208143169) აცხადებს, რომ 2020 წლის 8 ივლისს გამართული აქციონერთა საერთო კრების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად:
ს.ს. „თბილხელსაწყოს“ აქციონერებზე მოხდეს ს.ს. „თბილხელსაწყოს“ კუთვნილი 65880 (სამოცდახუთი ათას რვაას ოთხმოცი) ცალი აქციის გასხვისება, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი ღირებულებით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში აქციონერების კუთვნილი წილობრივი მაჩვენებლების პროპორციულად და ნებაყოფლობით. აუდიტორული შეფასების შედეგად დადგენილი აქციის ღირებულების შესახებ ინფორმაცია, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. საზოგადოების აქციონერებს მიეცეთ წინადადება განცხადების გამოქვეყნებიდან 3 (სამი) თვის ვადაში წერილობით შეიტანონ განაცხადი ს.ს. „თბილხელსაწყოს“ დირექციაში (ქ.თბილისი, მოსკოვის გამზირი 24 ა) შესაძენი აქციების რაოდენობის შესახებ.“ აქციონერთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შპს „საშემფასებლო კომპანია ჩ“-ს აუდიტორ-შემფასებლის ბესიკ დიაკონიძის 25.08.2020 წლის დასკვნით მოხდა ს/ს „თბილხელსაწყოს“ 1 ცალი სახელობითი ჩვეულებრივი აქციის საბაზრო ღირებულების დადგენა, რომლის თანახმად ს/ს „თბილხელსაწყოს“ (ს/კოდი: 208143169) ერთი აქციის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 4,87 (ოთხი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის ოდენობით. ს/ს „თბილხელსაწყოს“ ადმინისტრაცია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები