დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.22.034.017064 |
|
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02/07/2007წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: კ.ა) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, მისი ნომრიანი აგრეგატის) რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემი (სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი); კ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; კ.გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ამ ქვეპუნქტის „კ.ა“ ან/და „კ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემის არარსებობის შესახებ;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა;“; გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება: ო.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის (მათ შორის მისი დამატებითი ძირითადი ელემენტების) ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ; ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე (მათ შორის მის დამატებით ძირითად ელემენტებზე) არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ო.გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ამ პუნქტის: ო.გ.ა) „ო.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემის არარსებობის შესახებ; ო.გ.ბ) „ო.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იარაღზე (მათ შორის, მის დამატებით ძირითად ელემენტებზე) არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შესახებ;“; დ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) იარაღის რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, მესაკუთრის ან მოსარგებლის სახელზე საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის (ასევე მისი დამატებითი ძირითადი ელემენტების) პირველადი რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, ჩამოწერა, იარაღის შეძენის ნებართვის სახის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) განსაზღვრა/მინიჭება, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა.“. 2. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესი“. 3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18 1. ამ წესის მე-2 მუხლის „კ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაძლებელია აისახოს მხოლოდ: ა) ერთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ერთ-ერთი რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და სარეგისტრაციო ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი მისი მესაკუთრის ან მოსარგებლის ვინაობის (საიდენტიფიკაციო მონაცემი) შესახებ; ბ) რეგისტრაციის შედეგად, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული ინფორმაცია ერთ მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე რეგისტრირებული ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა მექანიკური სატრანსპორტო საშულებების შესახებ (ინფორმაცია მიეთითება იმ მოცულობით, რომ შესაძლებელი იქნეს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების/საშუალებების იდენტიფიცირება); გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ერთ-ერთი რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხო) მონაცემი/მონაცემები, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემისა. 2. სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ შესაძლებელია, აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, დამატებით ან გაიცეს ცალკე დოკუმენტის (ცნობის) სახით. 3. სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში აისახება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები. 4. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის განცხადებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ ბოლო სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემებზე დაყრდნობით. 5. ამ თავის მიზნებისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემად მიიჩნევა „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. 6. სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა გაიცემა: ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის მოთხოვნით, მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მის საკუთრებაში/სარგებლობაში რეგისტრაციის პერიოდში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების შესახებ; ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის: ბ.ა) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; ბ.ბ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მოთხოვნით, მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; ბ.გ) მემკვიდრის, უფლებამონაცვლის ან სამართლმემკვიდრის მოთხოვნით, მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრირებული გარდაცვლილი ფიზიკური პირის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მოთხოვნით ან რომელიმე მათგანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (თანხმობა არ არის საჭირო თუ პირის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელზე მეტი), ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ გარდაცვლილ პირზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; დ) სამკვიდროს მიღებით დაინტერესებული პირის ან სამკვიდროს მმართველის მოთხოვნით, მხოლოდ მამკვიდრებლის საკუთრებში რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; ე) ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მოთხოვნით, მხოლოდ გირავნობის რეგისტრაციის, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების, გირავნობის მოწმობის გაცემის ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებისათვის, დასაგირავებელი ან დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (სააღრიცხვო) მონაცემების შესახებ; ვ) მოგირავნის მოთხოვნით, მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის პერიოდში ასახული დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; ზ) ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მოთხოვნით, მხოლოდ ლიზინგის რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების, ლიზინგის მოწმობის გაცემის ან/და ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებისათვის ლიზინგით გადასაცემი ან გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (სააღრიცხვო) მონაცემების შესახებ; თ) ლიზინგის გამცემის მოთხოვნით, მხოლოდ ლიზინგის რეგისტრაციის პერიოდში ლიზინგით გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ.“. 4. 181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო უფლებამოსილია პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გასცეს ამ წესით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა.“. 5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ წესის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირი, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტით.“. 6. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრული მისაღები ინფორმაციის სახე, აგრეთვე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად – მესაკუთრის/მოსარგებლის (სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი ან პირადი ნომერი; იურიდიული პირის სახელწოდება, იურიდიული მისამართი ან სამეწარმეო კოდი) ან/და სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი ან/და საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი ან ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი) საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან/და რწმუნება; გ) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების მიღებისათვის ამ წესის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების დამადასტურებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტი; დ) მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 7. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების გაწევა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება მისი უფლებამოსილება; ბ) არსებობს შეზღუდვა, რომელიც კრძალავს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად ასახული სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების გაცემას; გ) არ იქნა გადახდილი მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფასური; დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების გაწევის შემზღუდავი სხვა გარემოება.“. 8. 211 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 211 1. ამ წესის მე-2 მუხლის „ო.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ერთ იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაძლებელია აისახოს მხოლოდ: ა) ერთი იარაღის ერთ-ერთი რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და სარეგისტრაციო ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემი, იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის ვინაობის ( საიდენტიფიკაციო მონაცემი) შესახებ; ბ) რეგისტრაციის შედეგად, სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული ინფორმაცია ერთ მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე რეგისტრირებული ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა იარაღის (ასევე, მისი დამატებითი ძირითადი ელემენტების) შესახებ (ინფორმაცია მიეთითება იმ მოცულობით, რომ შესაძლებელი იქნეს იარაღის/იარაღების იდენტიფიცირება); გ) იარაღის ერთ-ერთი რეგისტრაციის შედეგად სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხო) მონაცემი/მონაცემები, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხო) მონაცემებისა. 2. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ შესაძლებელია, აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, დამატებით ან გაიცეს ცალკე დოკუმენტის (ცნობის) სახით. 3. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში აისახება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები. 4. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის განცხადებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, იარაღის სამართლებრივ მდგომარეობის შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული ბოლო სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემებზე დაყრდნობით. 5. ამ თავის მიზნებისათვის სარეგისტრაციო (სააღიცხო) მონაცემად მიიჩნევა „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები, ასევე, მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ. 6. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა (გარდა ამ მუხლის მე-7 პუქნტით გათვალისწინებული შემთხვევისა)გაიცემა: ა) იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის მოთხოვნით მხოლოდ, მის საკუთრებაში ან სარგებლობაში იარაღის რეგისტრაციის პერიოდში ასახული სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; ბ) იარაღის მესაკუთრის ან მოსარგებლის: ბ.ა) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; ბ.ბ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მოთხოვნით, მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; ბ.გ) მემკვიდრის, უფლებამონაცვლის ან სამართლმემკვიდრის მოთხოვნით, მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; გ) იარაღის მესაკუთრედ რეგისტრირებული გარდაცვლილი ფიზიკური პირის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მოთხოვნით ან რომელიმე მათგანის წერილობითი თანხმობით (თანხმობა არ არის საჭირო თუ პირის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელზე მეტი) ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მხოლოდ გარდაცვლილ პირზე რეგისტრირებული იარაღის სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ; დ) სამკვიდროს მიღებით დაინტერესებული პირის ან სამკვიდროს მმართველის მოთხოვნით, მხოლოდ მამკვიდრებლის საკუთრებაში რეგისტრირებული იარაღის სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების შესახებ. 7. ამ წესის მე-2 მუხლის „ო.გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ამსახველი ცნობა შესაძლებელია გაიცეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, თუ იგი ითხოვს კონკრეტული იარაღის შესახებ რეგისტრაციის არარსებობის ფაქტის დადასტურებას. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი იარაღი რეგისტრირებულია, ცნობაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტის არსებობის შესახებ, რეგისტრაციის მონაცემების მითითების გარეშე და მომსახურება გაწეულად ჩაითვლება.“. 9. 212 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 212 იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ წესის 211 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირი, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტით.“. 10. 213 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს ამ ბრძანების 211 მუხლით განსაზღვრული მისაღები ინფორმაციის სახე, აგრეთვე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად – მესაკუთრის ან მოსარგებლე პირის (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი; პირადი ნომერი) ან/და იარაღის (მარკა; მოდელი ან იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი ან იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი) საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და რწმუნება; გ) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების მიღებისათვის ამ წესის 211 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების დამადასტურებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტი; დ) მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაწევისათვის კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 11. 214 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 214 იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ: ა) მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების გაწევა მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება მისი უფლებამოსილება; ბ) არსებობს შეზღუდვა, რომელიც კრძალავს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად ასახული სარეგისტრაციო (სააღიცხვო) მონაცემების გაცემას; გ) არ იქნა გადახდილი მომსახურების და დაჩქარებული მომსახურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფასური; დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების გაწევის შემზღუდავი სხვა გარემოება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 26 სექტემბერს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები