,,საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 20/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 18/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
54
19/03/2009
სსმ, 34, 20/03/2009
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/03/2009 - 31/07/2009)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №54

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების თანდართული წესი.

    მუხლი 2

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების საფასური აანაზღაუროს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.

    მუხლი 3

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს სათანადო ცვლილებები 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში.

    მუხლი 4.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების წესი

    მუხლი 1. სწავლების დაფინანსების წესი და ოდენობა

1. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა (შემდგომში – დაზარალებული მაძიებლები) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხელშეწყობა ითვალისწინებს დაზარალებულ მაძიებელთა სწავლების დაფინანსებას და ამ მიზნით დიპლომისშემდგომ განათლებაში მონაწილე შესაბამისი დაწესებულებებისათვის ერთჯერადად, არა უმეტეს 1 წლის სწავლების საფასურის წინასწარ ანაზღაურებას.

2. სწავლების დაფინანსება ვრცელდება იმ დაზარალებულ მაძიებლებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავ-დასხმის დაწყებისას გადიოდნენ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსს და/ან 2006-2008 წლებში ჩააბარეს ერთიანი დიპლომისშემ-დგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მიღებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა.

3. დაზარალებულ მაძიებელთა დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, არა უმეტეს 1 წლის (2008 წლის აგვისტოდან) სწავლების ღირებულებისა, მაქსიმალური ოდენობით – 1 650 ლარი.

    მუხლი 2. დაზარალებული მაძიებელი

დაზარალებული მაძიებელი არის პირი, რომელიც (რომლის მშობლებიც) საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, ხოლო მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებულთაგან – პირი, რომლისათვისაც მიყენებული მატერიალური ზარალი დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ.

    მუხლი 3. დაზარალებულ მაძიებელთა ბაზის შედგენა

1. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაზარალებულ მაძიებელთა ბაზის შედგენა განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, შემდეგი პრინციპით:

ა) მოხდება დაზარალებულ მაძიებელთა პირველადი ბაზის ფორმირება, რაც დაეფუძნება:

ა.ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეტანილ განცხადებებს;

ა.ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გადაგზავნილ დაზარალებულ მაძიებელთა სიას;

ა.გ) დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილე დაწესებულებებიდან წარდგენილ ინფორმაციას;

ა.დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან მიწოდებულ ინფორმაციას დაზარალებულ მაძიებელთა შესახებ;

ბ) დაზარალებულ მაძიებელთა საბოლოო სია, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დაზუსტდეს პირველადი ბაზის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და/ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გადამოწმების შედეგად.

2. დაზარალებული მაძიებლების განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა დაერთოს:

ა) დაზარალებული მაძიებლისა და მისი მშობლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ასლები;

ბ) დაზარალებული მაძიებლის დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი);

გ) ცნობა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის დაწყებისას იგი გადიოდა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსს, ან/და რომ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მიღებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა (მათთვის, ვისაც პროფესიული მზადება ჯერ არ დაუწყიათ);

დ) ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან და/ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან დევნილობისა და/ან მიყენებული მატერიალური ზარალის შესახებ.

3. განცხადების წარდგენის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2009 წლის 1 ივნისი.

    მუხლი 4. გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში დაზარალებულ მაძიებელთა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი უზრუნველყოფს სწავლების საფასურის ანაზღაურებას.