„საწარმოთა აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის №226/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საწარმოთა აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის №226/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 166/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.18.011.016497
166/04
18/09/2020
ვებგვერდი, 21/09/2020
190040000.18.011.016497
„საწარმოთა აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის №226/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №166/04

2020 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საწარმოთა აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის №226/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საწარმოთა აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის №226/04 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 16/10/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.18.011.016350) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესი და დანართები.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესი“;

ბ) პირველი მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია, განსაზღვროს მოთხოვნები საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების  პროსპექტის სტრუქტურასა და შინაარსთან, წარდგენისა და გამოქვეყნების წესთან, პროსპექტში ცვლილებების შეტანასა და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშთან (შემდგომში – განთავსების ანგარიში) დაკავშირებით.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. ეს წესი ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო შეთავაზებებზე“;

გ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები:

„ძ) დეპოზიტარული ხელწერილი – ფასიანი ქაღალდები, რომლებიც წარმოადგენენ უფლებებს ემიტენტის მიერ უცხო ქვეყანაში გამოშვებულ გარკვეული რაოდენობის სხვა საჯარო ფასიან ქაღალდებზე და რომელთა საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება და ვაჭრობა შესაძლებელია უცხო ქვეყანაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგან დამოუკიდებლად;

წ) ემიტენტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული პირი. დეპოზიტარული ხელწერილის შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილითაა წარმოდგენილი.“;

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 9193 პუნქტები:

„91. დეპოზიტარული ხელწერილის საჯარო შეთავაზებისთვის, დეპოზიტარული ხელწერილით  წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდები უნდა იყოს უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდები.

92. დეპოზიტარული ხელწერილის საჯარო შეთავაზება უნდა განხორციელდეს დეპოზიტარული ხელწერილით წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდების პროსპექტის ან უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების პროსპექტის/შეთავაზების/სალისტინგო დოკუმენტისა და  ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული დეპოზიტარული ხელწერილის ემისიის პროსპექტის მეშვეობით, რომელიც შედგენილი იქნება ამ წესის დანართი 9-ის შესაბამისად.

93. დეპოზიტარული ხელწერილის ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად ეროვნულ ბანკს დამატებით უნდა წარედგინოს ფასიანი ქაღალდების ემიტენტსა და დეპოზიტარს შორის დადებული დეპოზიტარული მომსახურებების შესახებ ხელშეკრულება და დეპოზიტარული ხელწერილების ემისიაში მონაწილე პირთა/დაწესებულებათა შორის სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი  ხელშეკრულებები/დოკუმენტები.“;

დ.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პროსპექტის მოქმედების ვადად განისაზღვრება საბოლოო პროსპექტის დამტკიცებიდან 12 თვე. მიუხედავად იმისა, ადგილი ჰქონდა თუ არა ცვლილებებს საბოლოო პროსპექტის დამტკიცების შემდგომ, პროსპექტის მოქმედების ვადის გაგრძელება არ მოხდება. დეპოზიტარული ხელწერილის შემთხვევაში პროსპექტის მოქმედების ვადა განისაზღვრება იმ ფასიანი ქაღალდის ვადიანობით, რომელსაც წარმოადგენს აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილი, თუკი პროსპექტით ნაკლები ვადა არ არის განსაზღვრული.“;

ე) მე-14 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯაროდ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების სრულად ვადამდე განთავსება;“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-22 პუნქტები:

„21. დეპოზიტარული ხელწერილების ემისიის შემთხვევაში, საჯარო შეთავაზების დასრულებად ჩაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  შემთხვევები.

22. დეპოზიტარული ხელწერილების ემისიის შემთხვევაში, დეპოზიტარი ფაქტობრივად განთავსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციას  ეროვნულ ბანკს წარუდგენს ყოველთვიურად. აღნიშნული ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას როგორც გამოშვებული და განთავსებული დეპოზიტარული ხელწერილების რაოდენობის შესახებ, ისე იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომლებიც აღრიცხულია კასტოდიანთან და რომელთა საფუძველზეც გამოშვებულია აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილები;“.

4. ბრძანებას დაემატოს დანართი №9 თანდართული რედაქციით. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე