დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N20/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300050000.18.011.016498 |
|
„საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №20/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №20/01 ბრძანებით (სსმ, 22, 25/02/2010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) დეპოზიტარული ხელწერილი – ფასიანი ქაღალდები, რომლებიც წარმოადგენენ უფლებებს ემიტენტის მიერ უცხო ქვეყანაში გამოშვებულ გარკვეული რაოდენობის სხვა საჯარო ფასიან ქაღალდებზე და რომელთა საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება და ვაჭრობა შესაძლებელია უცხო ქვეყანაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგან დამოუკიდებლად.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაუშვებელია იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების გაცვლა, რომელიც სავაჭროდ საფონდო ბირჟაზეა დაშვებული. ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საჯარო ფასიანი ქაღალდების ნასყიდობის შესაბამისი წესები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების შესაბამისი დეპოზიტარული ხელწერილის სანაცვლოდ დეპოზიტარისათვის ნომინალურ ან ბენეფიციარულ მფლობელობაში გადაცემისას და ამგვარი ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარული ხელწერილის მფლობელთათვის დაბრუნებისას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები