„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 330310000.16.009.016400
49
18/09/2020
ვებგვერდი, 24/09/2020
330310000.16.009.016400
„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №49

2020 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 27 მაისის №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/06/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300310000.16.009.016373) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ლიცენზირების წესების“ (დანართი №1) :

ა) დანართ №1.1-ში (ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობის სალიცენზიო პირობები)  ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის „ზ, „თ“, „ი“, „ნ“, „ო“, „პ“ „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები;

ბ) დანართ №1.3-ის (ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის სალიცენზიო პირობები) მე-6 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზიატი უზრუნველყოფს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესებით განსაზღვრული წესით შესაბამისობის ოფიცრისათვის შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამისობის ოფიცრის მიერ მომზადებული და კომისიის მიერ დამტკიცებული წლიური ანგარიშის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.“.

2. დადგენილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ  „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმასა და მის აღწერილობაში“ (დანართი №3) სალიცენზიო მოწმობის ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე