დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.22.034.017065 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამოქალაქო პირი – სააგენტოში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;“. 2. 27-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.“. 3. 28-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი განათლების მქონე პირს, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. უმაღლესი განათლების არმქონე პირს, რომელსაც არა აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების რიგითის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდების შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებით. მოსამსახურეს თანაბარი წოდება მიენიჭება თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.“; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება მიენიჭება დანიშვნის დღიდან (გარდა დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემთხვევისა).“. 4. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გასვლის დღიდან.“. 5. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე.“. 6. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის ვადა არ წესდება.“. 7. 33-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განსაკუთრებული დამსახურების შედეგების გათვალისწინებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში და სააგენტოში ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს მინისტრთან შეთანხმებით. სააგენტოს მოსამსახურისათვის ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების მიზნით, სააგენტოს უფროსი მიმართავს სამსახურის უფროსს. 2. ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე შესაბამისი მოთხოვნით მოსამსახურე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დაიშვება მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებების ჩათვლით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დასაშვებია წოდების ვადამდე მესამედ მინიჭება.“. 8. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.“. 9. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1. სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით;“. 10. 47-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი: „მუხლი 471. გათავისუფლება სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით 1. მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. 2. მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ, დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან. 3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის მოსამსახურის გადაყვანის შემთხვევებზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები