დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის N145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 165/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 18/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 350090000.18.011.016500 |
|
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)დეტალური ინფორმაცია ყველა განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ როგორც შიდა ჩანაწერებში, ისე პირველადი დოკუმენტების სახით. ტრანზაქციის შესახებ საბროკერო კომპანიის შიდა ჩანაწერები უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ბ.ა) ტრანზაქციის (გარიგების) სახეს, ფორმასა და საფუძველს; ბ.ბ) ტრანზაქციის (გარიგების) საგანს (ემიტენტის სრული დასახელება, ფასიანი ქაღალდების კლასი, რაოდენობა); ბ.გ) ტრანზაქციის (გარიგების) შესრულების თარიღსა და დროს; ბ.დ) ტრანზაქციის (გარიგების) ვალუტას, ფასსა და მოცულობას; ბ.ე) შესრულებული გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას (ან სახელი და გვარი), მისამართს (იურიდიული, ფაქტობრივი), რეგისტრაციის თარიღსა და ნომერს (გარიგების რეგისტრაციის შემთხვევაში); ბ.ვ) ტრანზაქციაში მონაწილე კლიენტ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ტრანზაქციის მონაწილე ყველა პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები