დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 614 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 170040000.22.027.017108 |
|
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი: 170040000.22.027.014413) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმების წესი 1. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმებისას არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის 54-ე მუხლი. მხარეები ვალდებული არიან, ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დადების მოთხოვნით მიმართონ ერთ ნოტარიუსს და ხელი მოაწერონ სანოტარო აქტს. 2. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დადებისას ბავშვის გამჩენი ქალი (სუროგატი დედა) ვალდებულია პირადად გამოცხადდეს ნოტარიუსთან ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. მას არ აქვს უფლება, ასეთი გარიგება დადოს წარმომადგენლის მეშვეობით. 3. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმებისას „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დონორი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს ფაქტს მისი დონორობის შესახებ. 4. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში წყვილის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა ნებისმიერი საჯარო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება წყვილის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი). 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი ცნობების/დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ასეთი დოკუმენტების არასარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე. 6. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულება მოწმდება საჯარო სანოტარო აქტით.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები