„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016675
1-1/381
17/09/2020
ვებგვერდი, 18/09/2020
040030000.22.024.016675
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/381

2020 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანებით  დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულებაში’’ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და:

დებულების მე-3 მუხლის:

ა) მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. პირველი მოადგილის და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომელი.“;

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სააგენტოს თანამშრომელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა