დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 583 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470200000.10.003.022303 |
|
„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2020, 470200000.10.003.021974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის“ მე-3 მუხლის:
2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სამკურნალო საშუალების ლაბორატორიული კონტროლი, ადგილობრივი ლაბორატორიის პარალელურად, შესაძლებელია, ჩატარდეს საზღვარგარეთ, ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპის დირექტორატის (EDQM) ოფიციალური სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის (OMCL) ან/და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ.“. 2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამკურნალო საშუალების ლაბორატორიული კვლევისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებისაგან ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვა და ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპის დირექტორატის (EDQM) ოფიციალური სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის (OMCL) ან/და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული საზღვარგარეთ არსებული ლაბორატორიებისგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები