„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017061
132
18/09/2020
ვებგვერდი, 18/09/2020
140130000.22.034.017061
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №132

2020 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შენიშვნის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 140130000.22.034.017005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე და 25-ე მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შენიშვნის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 განკარგულების მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-7 პუნქტის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების“:

ა) მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლის 61

1. დაინტერესებული პირი თავისუფლდება შიდა ტრანზიტით სარგებლობისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ დღე(ებ)ზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტით დადგენილი საფასურისგან, შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევის გარდა, 2021 წლის 1 მარტამდე.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-16 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული შიდა ტრანზიტის გაცემის ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაცემულ შიდა ტრანზიტებზე.

3. 2020 წლის 1  დეკემბრამდე გაცემული შიდა ტრანზიტით სარგებლობის ფაქტობრივი ვადა მიჩნეულ იქნეს დაინტერესებული პირის მიერ შიდა ტრანზიტით სარგებლობის მიზნით სააგენტოსთვის მოთხოვნილ ვადად არაუმეტეს 2021 წლის 1 მარტამდე, მიუხედავად იმისა, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილია თუ არა შესაბამისი შინაარსის განცხადება სააგენტოში. ფაქტობრივ სარგებლობად ითვლება, სააგენტოს მიერ შიდა ტრანზიტის გაცემიდან დაინტერესებული პირის მიერ მის დაბრუნებამდე ან დაკარგვისთვის შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე პერიოდი.

4. 2021 წლის 1 მარტამდე შიდა ტრანზიტით სარგებლობის ერთ სრულ დღეზე საფასური განისაზღვროს - 1 ლარის ოდენობით, არაუმეტეს ჯამში 90 ლარისა.“;

გ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

მუხლი 71

1. სააგენტო უფლებამოსილია მძღოლობის კანდიდატს საპატიოდ ჩაუთვალოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შედეგის მოქმედების ის პერიოდი, რომლითაც ის ისარგებლებდა, რომ არ დამდგარიყო „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით განსაზღვრული კონკრეტული ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვის ან/და მისი კარანტინის ან თვითიზოლაციის (შემდგომ – გადაადგილების შეზღუდვა) ფაქტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების დარჩენილი დღეების საპატიოდ ჩათვლის მიზნით, მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და წარუდგინოს გადაადგილების შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულება.

3. სააგენტო უფლებამოსილია მძღოლობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, თუ მის მიერ მოწოდებული დოკუმენტები არასრულყოფილია ან/და იგი ვერ ადასტურებს გადაადგილების შეზღუდვის ფაქტის არსებობას. ამ მიზნით სააგენტოს უფლებამოსილი მოსამსახურე მძღოლობის კანდიდატს განუსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. დადგენილ ვადაში მძღოლობის კანდიდატის მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებების წარუდგენლობა წარმოადგენს მისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის დადებითი შეფასების დარჩენილი დღეების საპატიოდ ჩათვლაზე უარის თქმის საფუძველს.“.

მუხლი 2
1. თუ ამ ბრძანების ძალაში შესვლის დროისათვის მძღოლობის კანდიდატის მიმართ უკვე გასულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 71 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, სააგენტოსთვის შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვადის ათვლა დაიწყება ამ ბრძანების ამოქმედების მომენტიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ დაინტერესებულ პირზე, რომელმაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ჩააბარა შიდა ტრანზიტი და გადაიხადა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტით დადგენილი საფასური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 61 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური