„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27017
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 10/09/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016586
27017
10/09/2020
ვებგვერდი, 17/09/2020
000000000.00.00.016586
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №27017

2020 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის № 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18

მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:

ა) მე-3 მუხლის 27-28-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„281. გადასახადის გადამხდელის, მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, გასული წლის შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით, არანაკლებ 50%-ით შემცირების შემთხვევაში, ან/და ქონებაზე ქონების გადასახადში მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობის, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით გასულ საგადასახადო წელთან შედარებით შემცირების შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ მის მიერ მიმდინარე გადასახდელის გადახდის სავადომდე (ქონების გადასახადის შემთხვევაში არაუგვიანეს 1 ივნისისა) ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. ამასთან, ქონების გადასახადის შემთხვევაში, მიმდინარე გადასახდელი გადასახადის გადამხდელს ერიცხება ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების მიხედვით და შესაბამისად, შემცირება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების პროპორციის გათვალისწინებით. ანალოგიურად, საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ ქონების გადასახადში მიმდინარე ქონების გადასახდელის ჩათვლა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების გათვალისწინებით.

282. ამავე მუხლის 281 პუნქტით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელების შემცირება და საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში მიმდინარე გადასახდელების ჩათვლა უნდა განხორციელდეს დროებით ბარათზეც გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათისაგან დამოუკიდებლად.“;

ბ) მე-3 მუხლის 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„30. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის  281 პუნქტის გამოყენების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) ან ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების ოდენობის 50 პროცენტით შემცირების ფაქტი და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელების თანხები, მასზე უნდა განხორციელდეს საურავის დარიცხვა გადაუხდელი მიმდინარე გადასახდელების ფარგლებში, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.“;

გ) მე-13 მუხლის 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31  დეკემბრის N996 ბრძანების დანართი №I-121-ით დამტკიცებული წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების აღიარების შესახებ, დავების დეპარტამენტის მიერ განცხადება განიხილება და განცხადებაში მითითებული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა დროებითი აღრიცხვის ბარათიდან გადატანილი იქნება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, განცხადების რეგისტრირების დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.