„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016052
44
16/09/2020
ვებგვერდი, 18/09/2020
290160000.60.072.016052
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის  ბრძანება №44

2020 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს33 ბრძანების, ასევე 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016003) დამტკიცებულ №3 დანართში („სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქცია“) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის 23-ე პუნქტის „ზ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების ლიმიტი“ ნეტო – სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს №33 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესით“ დადგენილი შეზღუდვების გარეშე მიღებული სადაზღვევო ვალდებულებების ნეტო ოდენობა. ამასთან, აღნიშნული ოდენობა არ შეიძლება იყოს ნულზე ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პარამეტრი მიიღებს უარყოფით მნიშვნელობას, მისი ოდენობა ჩაითვლება ნულის ტოლად;“;

„თ) სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების ლიმიტი, ნეტო, გადამზღვევლის მიმართ გამოყენებული შეზღუდვების გათვალისწინებით (თანხობრივად) (ლარი) – სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს №33 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესით“ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მიღებული სადაზღვევო ვალდებულებების ნეტო ოდენობა. ამასთან, აღნიშნული ოდენობა არ შეიძლება იყოს ნულზე ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პარამეტრი მიიღებს უარყოფით მნიშვნელობას, მისი ოდენობა ჩაითვლება ნულის ტოლად;“;

„კ) სვეტის „ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევთა/დაზღვეულთა ჯგუფის მაიდენტიფიცირებელი დასახელება/კოდი“ შევსებისას, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს №33 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის მიერ აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის“ მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევს/დაზღვეულებს ენიჭებათ იდენტური დასახელება/კოდი. იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი/დაზღვეული არ წარმოადგენს მზღვეველისთვის ერთ რისკს ან არ განიხილება ერთი რისკის შემადგენელ პირად, ამავე სვეტში აღირიცხება მისი საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი