დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 01 ნოემბრის N026 ბრძანებაში „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 16/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/09/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016121 |
12
16/09/2020
ვებგვერდი, 17/09/2020
310020000.55.067.016121
სსიპ საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 01 ნოემბრის N026 ბრძანებაში „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
|
სსიპ – საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 1 ნოემბრის №
026 ბრძანებაში „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების, 24-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 დადგენილების „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის №026 ბრძანებით დამტკიცებული „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესში“ და წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად. გამოსაცდელი მეზღვაური გასაუბრების პროცესის მიმდინარეობისას უნდა იმყოფებოდეს სააგენტოს გასაუბრების ოთახში, ხოლო კომისიის წევრები გასაუბრების პროცესს დისტანციურად ერთვებიან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. გამოცდის მიმდინარეობას ორგანიზებას უწევს გასაუბრების მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება მოქმედებს 2020 წლის 30 ნოემბრამდე. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები