„№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“

  • Word
„№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 157/1999
დოკუმენტის მიმღები ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/10/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55(62), 23/10/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.903
  • Word
157/1999
20/10/1999
სსმ, 55(62), 23/10/1999
010.008.003.903
„№75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემში) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ“
ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი              010.008.003.903

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება N 157/1999

1999 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

N 75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემი) საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. შეიქმნას N 75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემი) სამი საარჩევნო უბანი: აჟარის - ცენტრი აჟარის საშუალო სკოლა, ჩხალთის - ცენტრი ჩხალთის საშუალო სკოლა, გენწვიშის - ცენტრი გენწვიშის საშუალო სკოლა.

2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტების მიღება განახორციელოს N 9 ნაძალადევის საოლქო სარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო უბნების დაკომპლექტება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოხდეს N 9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ დადგენილებით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით.

5. მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო N 75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემი) საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის დღე განისაზღვროს 1999 წლის 24-დან 31 ოქტომბრამდე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების შეტყობინების შემდეგ დაადგინოს N 9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიამ.

6. საარჩევნო ყუთის გახსნა მოხდეს 1999 წლის 31 ოქტომბერს 20 საათის შემდეგ.

ჯ. ლომინაძე