„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7174-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.020195
7174-Iს
18/09/2020
ვებგვერდი, 25/09/2020
040000000.05.001.020195
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040000000.05.001.019766) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ღ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ.ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

2. მე-4 მუხლის:                                                                       

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ურთიერთგაქვითვის შეთანხმება აღსრულებადია მისი პირობების შესაბამისად, მათ შორის, გადახდისუუნარო მხარის მიმართ, გარკვეულ შემთხვევაში − გარანტორის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, რომელიც თავდებად უდგება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარეს. დაუშვებელია აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეჩერება, იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება ან სხვაგვარად შეზღუდვა ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის ნებისმიერი ქმედებით, რეჟიმთან დაკავშირებული კანონის ნებისმიერი დებულებით, რომელიც ამოქმედებულია გადახდისუუნარო მხარის მიმართ, ან ამ კანონის ნებისმიერი სხვა დებულებით, რომელიც გამოიყენება გადახდისუუნარო მხარის მიმართ, თუ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის უფლებამოსილება, შეწყვიტოს ან საცილო გახადოს რომელიმე გარიგება ან ხელშეკრულება, არ დააბრკოლებს ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტას, ლიკვიდაციას ან/და დაჩქარებას. თუ ეს უფლებამოსილება მაინც იქნა გამოყენებული, იგი გამოიყენება ყველა ასეთი კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ნეტთანხის მიმართ, რომელიც შესაბამისი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დებულებების შესაბამისად დაანგარიშდება.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადმინისტრაციულ ან მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორს, გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს, დროებით ადმინისტრატორს, სპეციალურ მმართველს ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ სხვა პირს უფლება არა აქვს, შეწყვიტოს ან სადავო გახადოს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ქმედება:

ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში გადახდისუუნარო მხარის მიერ მეორე მხარისთვის თანხის, ფინანსური გირავნობის საგნის ან ნებისმიერი სხვა უფლების გადაცემა, მისი შეცვლა ან ჩანაცვლება;

ბ) მიწოდების ან გადახდის ვალდებულება, რომელიც გადახდისუუნარო მხარეს წარმოეშვა მეორე მხარის მიმართ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით და რომელიც მიიჩნევა სხვა კრედიტორისთვის ზიანის მომტან ან უპირატესობის მიმნიჭებელ ქმედებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება, რომ გადახდისუუნარო მხარემ განახორციელა აღნიშნული გადარიცხვა (გადაცემა) ან აიღო ვალდებულება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ხელი შეეშალა, დაეყოვნებინა ან მოეტყუებინა ნებისმიერი პირი, რომელიც გადახდისუუნარო მხარის კრედიტორია ან მისი კრედიტორი გახდა ამ გადარიცხვის (გადაცემის) ან მიწოდების ან გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროს ან ამის შემდეგ.

7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 372 მუხლის მე-2 პუნქტითა და 37​11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის მიერ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან მორატორიუმი ვერ შეზღუდავს ან ვერ დააყოვნებს კანონის შესაბამისად დადებული და აღსრულებადი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებას ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეალიზაციის პირობების სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციების მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ დამტკიცება;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 სექტემბერი 2020 წ.

N7174-Iს