დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016503 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აპრილის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/04/2018 010250050.35.137.016387) კერძოდ:
1) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ პუნქტები: „კ) სამართლებრივ დახმარებას, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინარული განხილვის პროცესში; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების ორგანიზებას და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადებას; ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივ ექსპერტიზას; ბავშვის/ოჯახის სამართლებრივ კონსულტირებას. ლ) ახორციელებს ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებასთან დაკავშირებით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები