,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/09/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016435
16
09/09/2020
ვებგვერდი, 10/09/2020
010250020.35.149.016435
,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №16

2020 წლის 9 სექტემბერი

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №13 დადგენილების (www.matsne.gov.ge 26/08/2020, 010250020.35.149.016432) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

ამ დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4  პუნქტების გათვალისწინებით, ამ დადგენილების 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ადგილას, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განისაზღვროს იმგვარად, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე