დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 63-99 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 310060000.35.101.016773 |
|
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016353) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-3 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოქმედი ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობაში ან მიწის ნაკვეთზე დაადგინოს მხოლოდ ზონალური პარკირების ადგილები შემდგომში მისი პარკირების ოპერატორის მიერ მოწყობის მიზნით. ამ შემთხვევაში აღნიშნულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებულის წესის შესაბამისად დადგენილი პარკირების რეგულირების წესი (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა). 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევისათვის შესაბამისი ჯარიმა და საურავი გადაიხდება ბიუჯეტში.“. 2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის: ა) მე-3 მუხლს 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი: „34. ამ მუხლის 32 პუნქტით დადგენილი უფასო პარკირების უფლება არ ვრცელდება ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ზონალური პარკირების ადგილზე.“; ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; გ) მე-7 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას და შესთავაზოს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ზონალური პარკირების ადგილების მოწყობა, რომელზეც გავრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესი (გარდა წესის მე-3 მუხლის 32 პუნქტისა). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა უფლებამოსილია მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი. პარკირების ოპერატორსა და ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას ითანხმებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელშიც, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ზონალური პარკირების ადგილის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შესაბამისი საზღაური პარკირების საფასურიდან. 32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განსაზღვრავს ზონალური პარკირების ადგილებს შესაბამის შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები