„დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 160/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016496
160/04
08/09/2020
ვებგვერდი, 09/09/2020
220010020.18.011.016496
„დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №160/04

2020 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №258/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 03/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 220010020.18.011.016356) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. მოთხოვნები საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების  მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგის მიმართ

1. იმ ფინანსურ  ინსტრუმენტებს,  რომლებშიც  შესაძლებელია  განხორციელდეს  საპენსიო აქტივების ინვესტირება, უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი შემდეგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგი: Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch და Scope Ratings. თუ მითითებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება საშუალო რეიტინგი.

2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად  მინიჭებული  საკრედიტო  რეიტინგი  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა)  საქართველოს  რეზიდენტი  ემიტენტების  მიერ  გამოშვებული  საინვესტიციო  ფინანსური ინსტრუმენტებისთვის,   ფინანსური  ინსტრუმენტის  ან  ემიტენტის  საკრედიტო  რეიტინგის  მაჩვენებელი არ უნდა იყოს ქვეყნის რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალ საკრედიტო რეიტინგზე ნაკლები. ქვეყნის რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალი  საკრედიტო რეიტინგის მქონე ფინანსური ინსტრუმენტები არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი საპენსიო აქტივების 10 პროცენტს;

ბ) საქართველოს არარეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის,   ფინანსური   ინსტრუმენტის   ან  ემიტენტის   საკრედიტო   რეიტინგის  მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს „BBB-“/„Baa3”-ს;

გ) საქართველოს არარეზიდენტ ორგანიზაციაში ფულადი სახსრებისა და დეპოზიტების განთავსების შემთხვევაში, ორგანიზაციის რეიტინგი უნდა აღემატებოდეს “A-” ან „A3”-ს.

3. ამ მუხლის  მეორე პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული  მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ  კომერციულ  ბანკებში განთავსებულ  ფულად სახსრებსა და დეპოზიტებზე,  თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს მინიჭებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი.

4. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის ან ერთი ჯგუფის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა). დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 20 პროცენტზე მეტის ფლობა, აგრეთვე ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების 10 პროცენტზე მეტის ფლობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.

მუხლი 4. საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლა

1.    შეფასების    დღისთვის,    მთლიანი    საპენსიო    აქტივების ღირებულება  განისაზღვრება,    როგორც    საპენსიო    სქემის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივის ღირებულების ჯამი.

2. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებას წარმოადგენს სხვაობა საპენსიო აქტივების მთლიან ღირებულებასა და საპენსიო სქემის მთლიან ვალდებულებებს შორის.

3. საპენსიო სქემის ვალდებულებები შესაძლოა იყოს შემდეგი:

ა) საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული გადასახდელები;

ბ) საპენსიო სქემის მონაწილეებზე საპენსიო აქტივების განაწილებასა და მათი ინდივიდუალური საპენსიო    ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებული გადასახდელები;

გ) საპენსიო განაცემები; 

დ)  სპეციალიზებული   დეპოზიტარისა   და  აქტივების  მმართველი  კომპანიის  მომსახურებასთან დაკავშირებული გადასახდელები;

ე) ადმინისტრაციული და სხვა სახის გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საპენსიო სქემის ფუნქციონირებასთან.

4. საპენსიო  აქტივების  წმინდა ღირებულების  გამოთვლა  უნდა ხდებოდეს ყოველი სამუშაო დღისთვის. ყოველი სამუშაო დღის   კალკულაცია უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღისა.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოთვლილი საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც ვალდებულია, შეამოწმოს გამოთვლების შესაბამისობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და საინვესტიციო   პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე სსიპ - საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული წესებით/მეთოდოლოგიით დადგენილ მოთხოვნებთან.

6.  საპენსიო   აქტივების   წმინდა ღირებულება,   სულ  მცირე, კვარტალში ერთხელ, უფასოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საპენსიო სქემის ნებისმიერი მონაწილისთვის.“.

2.    მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  თუ  ამ  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული   მეთოდის  გამოყენებით  შეფასება  შეუძლებელია, აქტივის  შეფასება  უნდა განხორციელდეს შეფასების   საერთაშორისოდ   აღიარებული   პრინციპების შესაბამისად.“;

 ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, ფასიან ქაღალდებთან მიმართებით, თუ საფონდო ბირჟაზე ან სხვა ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებული ფასი მათ რეალურ ღირებულებას არ ასახავს, სსიპ – საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეფასებისთვის გამოიყენოს აქტივის სამართლიანი ღირებულების დადგენის სხვა მეთოდები.

5. საპენსიო  სქემაში შემავალი ფულადი სახსრები  და დეპოზიტები  აქტივების  ღირებულების  გამოთვლისას აღირიცხება მათი ნომინალური ღირებულებით, შეფასების თარიღისთვის დარიცხული სარგებლის და გაუფასურების რეზერვის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

3.    მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

მუხლი 7. გარდამავალი დებულება

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ერთი ემიტენტის ან ერთი ჯგუფის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა) საპენსიო აქტივების ინვესტირების ლიმიტია 15 პროცენტი. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე