„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7129-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.017988
7129-Iს
16/09/2020
ვებგვერდი, 21/09/2020
220010000.04.001.017988
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) დაემატოს შემდეგი შინაარსის 478 მუხლი:

„მუხლი 478. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება საფინანსო სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის სფეროში

1. ამ კანონით გათვალისწინებულ სფეროში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის (გარდა ანგარიშვალდებული საწარმოსი), სესხის გამცემი სუბიექტის ან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარს/განცხადებას და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას. კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივრის/განცხადების და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონკურენციის დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეროვნული ბანკი კონკურენციის დამრღვევს დააკისრებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფულად ჯარიმას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის დამრღვევის მიმართ ფულად ჯარიმასთან ერთად გამოიყენოს სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისას უპირატესობა მიანიჭოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გამოსცეს სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დაადგინოს ზღვრული ოდენობები, რომელთა გადაჭარბების შემთხვევაშიც კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წინასწარ წერილობით უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და ფულადი ჯარიმები.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტისგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას) და მას საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს გადასცემს.“.    

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2020 წ.

N7129-Iს