დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 556 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022276 |
|
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების:
1. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმებას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“. 2. 22-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) პროგრამის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება.“; ბ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე − 25-ე პუნქტები: „22. ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოწმებისას გამოვლენილი მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შეუსაბამობის შესახებ დასკვნის გათვალისწინებით, ამავე ორგანოსაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს შეუჩერდებათ მიმწოდებლის სტატუსი, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. 23. ამ მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლისათვის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია, გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა. 24. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და აღნიშნულის თაობაზე კომპეტენტური ორგანოს სათანადო დასკვნის (კომპეტენტური ორგანოს მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების საფუძველზე გაცემული დასკვნა) არსებობის შემთხვევაში, მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით. 25. ამ მუხლის 24-ე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას განცხადებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები