დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.105.016575 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 მაისის №51 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 14/05/2018, ს/კ 010250050.35.105. 016439) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მეორე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კერძო სასაფლაო – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად.“ ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი: „მუხლი 13. მიწის (მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) ნაკვეთზე კერძო სასაფლაოს მოწყობის წესი 1. მიწის (მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან (მერის წარდგინებით საკრებულოსთან) სავალდებულო შეთანხმებას. 2. მიწის (მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საკუთრებაში არსებული მიწის (მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა; გ) საკუთრებაში არსებული მიწის (მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციით და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან); დ) იურიდიული პიროს შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. 3. მიწის ნაკვეთზე (მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილებას განკარგულების ფორმით იღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. კერძო სასაფლაოს მფლობელი პირი ვალდებულია მიწის ნაკვეთზე (მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან გაფართოების და სასაფლაო მეურნეობის წარმოების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები. 5. კერძო სასაფლაოს მფლობელის მიერ წინამდებარე წესის დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები