,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/09/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016316
22
04/09/2020
ვებგვერდი, 07/09/2020
010250050.35.134.016316
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2020 წლის 4 სექტემბერი

დაბა ქედა

 

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  29/08/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016222) შეტანილი იქნას ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1                   

დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი, თანახმად დანართი №1-სა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელების წესი, თანახმად დანართი №2-სა.“

3. დადგენილებას დაემატოს №2 დანართი თანდართული რედაქციით:

„დანართი №2

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის (მხარდაჭერის) პროგრამის განხორციელების წესი

მუხლი 1.

1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტის მერი განიხილავს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე.

2. პროგრამით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ ამხანაგობას, რომელიც დაფუძნებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად და აღრიცხულია ამ წესის შესაბამისად;

3. ამხანაგობების ინსტიტუციური განვითარებისა და თვითკმარ სუბიექტად ჩამოყალიბების მიზნით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ხელი შეუწყოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ინსტიტუციურ, ეკონომიკურ განვითარებას და მხარი დაუჭიროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციების განვითარებას სხვადასხვა აქტივობებით. 

მუხლი 2.

1. ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე ამხანაგობის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს ქედის მუნიციპალიტეტის მერს, განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) ამხანაგობის რეკვიზიტებს;

ბ) ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოს დაფინანსების თაობაზე.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ასლი;

ბ) ამხანაგობის კრების ოქმი (ნოტარიულად დამოწმებული კრების თავმჯოდმარის ხელმოწერით), რომლითაც განსაზღვრული იქნება ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პრიორიტეტების მიხედვით.

მუხლი 3.

1. ქედის მუნიციპალიტეტის მერი განიხილავს შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ წესით და პროგრამით დადგენილ პირობებთან.

2. ამხანაგობის საერთო ქონების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით მუნიციპალიტეტი აფინანსებს შემდეგ ძირითად მიმართულებას:

ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);

ბ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელი სამუშაოები;

გ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;

დ) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, სადარბაზოს ფანჯრები, თაღები და სართულშუა ნაპრალების სამუშაოები);

ე) პროექტირების სამუშაოები (არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომსახურება).

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შესაძლებელია განისაზღვროს ამხანაგობისათვის დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების სახე, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლის მე-2 პუნქტში და წარმოადგენს ამხანაგობების განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამუშაოებს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი (სახელმწიფო შესყიდვების ან/და ამხანაგობის მიერ წარმოდგენის გზით).

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტისგან დაფინანსების მისაღებად, თანამონაწილეობის მიზნით, ამხანაგობამ საკუთარ ანგარიშზე უნდა განათავსოს დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ღირებულების 5%.

6. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:

ა) შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან, ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;

ბ) შესასრულებელი სამუშაო უკვე დაფინანსებულია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა;

გ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა;

დ) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა;

ე) დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები.

მუხლი 4.

ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას მუნიციპალიტეტი განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გზით.

მუხლი 5.

1. ამ წესით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების მიღებისათვის ამხანაგობა ვალდებულია სრულად დაიცვას ამ წესითა და პროგრამით განსაზღვრული მოთხოვნები.

2. ამხანაგობა ვალდებულია განახორციელოს ამ წესისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად შექმნილი/რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.

მუხლი 6.

მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ამხანაგობის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ დააკმაყოფილოს ამხანაგობის მოთხოვნა ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

ბ) მოითხოვოს დაფინანსებული ამხანაგობის ანგარიში ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) ერთდროულად განიხილოს და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში დააფინანსოს სხვადასხვა სახის სამუშაოები ერთი ამხანაგობისათვის.

მუხლი 7.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას ასევე განეკუთვნება:

ა) საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ამხანაგობების საქმიანობისათვის საჭირო ტიპური დოკუმენტაციის შემუშავება (ტიპური წესდება, ამხანაგობის ტიპური კრების ოქმი და ა.შ.).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე