დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის N132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016826 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის №132 ბრძანებით (ვებგვერდი, 14/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016679) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს 1571 და 1572 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „1571. კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ვიზირება და ცენტრის უფროსისთვის ხელმოსაწერად წარდგენა. 1572. გენერალური შტაბის კავშირგაბმულობის ცენტრის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების სამართლებრივი უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში.“. 2.მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ა.დ) სამედიცინო პუნქტი.“. 3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის დისლოკაციის ადგილზე და საველე მართვის პუნქტზე გადაუდებელ პირველად სამედიცინო დახმარებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 31 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები