„საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების რიგითობის განსაზღვრის წესის შესახებ“

  • Word
„საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების რიგითობის განსაზღვრის წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 74/1999
დოკუმენტის მიმღები ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48(55), 01/10/1999
სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.871
  • Word
74/1999
15/09/1999
სსმ, 48(55), 01/10/1999
010.008.003.871
„საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების რიგითობის განსაზღვრის წესის შესახებ“
ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.871

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება 74/1999

1999 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების რიგითობის განსაზღვრის წესის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-9, მე-10 პუნქტისა და 68-ე მუხლის თანახმად, აგრეთვე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების პროპორციული სისტემით 1998 წლის არჩევნებში (ქალაქების თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთისა და რაიონების საკრებულოების მიხედვით) მონაწილე პარტიების (ბლოკების რიგითობა განისაზღვროს შემდეგი თანმიმდევრობით:

1 საქართველოს მოქალაქეთა კავშირი;

2 ბლოკი „საქართველოს აღორძინება";

3 საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია;

4 ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი მესამე გზა;

5 - ბლოკი „სახალხო პარტია დიდგორი";

6 ბლოკი „სახალხო ფრონტი ჭავჭავაძის საზოგადოება";

7 ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს";

8 ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";

9 საქართველოს მწვანეთა პარტია;

10 საქართველოს თავისუფლების პარტია.

2. განისაზღვროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სხვა პარტიების (ბლოკების) რიგითობის დასადგენად წილისყრის შემდეგი წესი:

ა) პარტიის ან ბლოკის დასახელება და ციფრები 11-დან 50-ის ჩათვლით იწერება ფურცელზე და თავსდება ცალ-ცალკე კონვერტში;

ბ) კომისიის მიერ შერჩეული ორი პარტიიდან ერთი იღებს ფურცელს პარტიის და ან ბლოკის დასახელებით, ხოლო მეორე ციფრის დასახელებით, ეს ციფრი განისაზღვროს ამ პარტიის ან ბლოკის რიგით ნომრად.

3. პარტიის ან ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის რიგით ნომრად შესაბამისად განისაზღვროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარტიის ან ბლოკისათვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი.

4. საინიციატივო ჯგუფის მიერ ოლქში წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რიგითობა განისაზღვროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა, ამ დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ციფრის დასახელება დაიწყოს 50-ს ზევით.

კომისიის თავმჯდომარე ჯ.ლომინაძე