„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7098-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.017987
7098-Iს
03/09/2020
ვებგვერდი, 04/09/2020
010190020.04.001.017987
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016236) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკოს 6 წევრს ამ მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ის პარტიები, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყვნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რომლებსაც ამ კანონის 125-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტების შესაბამისად მიეკუთვნათ საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები და რომლებმაც შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარტიების მიერ ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნისას პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 6-ზე და იყოფა ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას. პარტიას არა აქვს უფლება, დანიშნოს ცესკოს 3 წევრზე მეტი.“;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები, მე-5 პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები, მე-6 პუნქტი, მე-7 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-8 და მე-9 პუნქტები, მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-13 პუნქტი, მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-16 პუნქტი, მე-18 პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტები, მე-19−25-ე პუნქტები, 28-ე პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტები, 29-ე და 38-ე−მე-40 პუნქტები, 41-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 43-ე პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 44-ე პუნქტი, 45-ე პუნქტის „ა“−„გ“, „ე“, „ვ“, „ზ.ბ“, „ზ.გ“ და „თ“ ქვეპუნქტები, 46-ე−51-ე პუნქტები, 52-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ვ“−„ნ“ ქვეპუნქტები და 53-ე−56-ე პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 სექტემბერი 2020 წ.

N7098-Iს