„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 13/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022269
549
02/09/2020
ვებგვერდი, 02/09/2020
010240030.10.003.022269
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №549

2020 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №171 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2017, 010240030.10.003.019880) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

 

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში  –  საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელი

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო  და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ხელმძღვანელი

საბჭოს წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

სსიპ – კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

ა(ა)იპ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი

ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი

საბჭოს წევრი.“.

 

2. პირველი მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია