დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №492 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 606 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100060020.22.027.017100 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №492 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №492 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 100060020.22.027.016988) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №8.“. 2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. ცენტრის მიერ გამოსაყენებელი ატრიბუტიკა 1. ცენტრს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 2. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება ცენტრის ბლანკებსა და ცენტრის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის აბრაზე. 3. ცენტრს აქვს ემბლემა (დანართი №1). ცენტრის ემბლემა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცენტრის ბლანკებსა და ცენტრის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის აბრაზე, ცენტრის სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ცენტრის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობებსა და სავიზიტო ბარათებზე, ცენტრის ბეჭდვით გამოცემებსა და ბეჭდებზე, საკანცელარიო ნივთებზე, სუვენირებსა და სხვა საგნებზე.“. 3. დებულებას დაემატოს დანართი №1 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები