დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრის შეცვლის წესის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60/1999 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/09/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48(55), 01/10/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.003.870 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.870
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №60/1999
1999 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრის შეცვლის წესის შესახებ
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს №53 დადგენილების შესაბამისად შექმნილი სპეციალური ჯგუფის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გადადგომის თაობაზე მიღებული განცხადების საფუძველზე, მისი მიღების დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამოიკრას განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის შესახებ.
2. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, წარდგინებები კომისიის წევრად დანიშვნის თაობაზე მიღებულ იქნეს განცხადების გამოკვრის დღიდან 3 დღეში.
3. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემოსული წარდგინებები განიხილოს 3 დღის გასვლის შემდეგ პირველსავე სხდომაზე.
თავჯდომარის მოადგილე გ.ზესაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები