დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 20/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №52
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №99, მუხლი 1095) დამტკიცებული „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თზ-ის ორგანიზატორს ევალება გარანტიის წარმოდგენა. გარანტიის ოდენობა განისაზღვრება თზ-ის მოწყობის წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად თზ-ის მიწის ნაკვეთის ფართობის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე 25 ევროს ოდენობით, არა უმეტეს 10 000 000 ევროს ოდენობისა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები