დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 02/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016425 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 190020020.35.113.016412), კერძოდ:
- სულ შემცირდეს 1 418 441,88 ლარით 1. გაიზარდოს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 1 152 700 ლარით: ა) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს №1574 განკარგულებით შევიდა ცვლილება „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 თებერვლის №325 განკარგულებაში, რომლის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 900 000 ლარი. მათ შორის: - სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად - 900 000 ლარი; ბ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს №1573 განკარგულებით ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 252 700 ლარი. მათ შორის - სოფელ ბახვში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის - 252 700 ლარი. 2. შემცირდეს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 2 571 141,88 ლარით: ა) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 მარტის №584 განკარგულებით შევიდა ცვლილება ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის №2630 განკარგულებაში , რომლის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შეუმცირდა გამოყოფილი თანხა 349 201 ლარით. მათ შორის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები - 349 201 ლარი; ბ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის №973 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 09 იანვრის №27 განკარგულებაში ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შეუმცირდა გამოყოფილი თანხა 411 940,88 ლარი. მათ შორის: ბ.ა) საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები - 90 000 ლარი; ბ.ბ) საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 321 940,88 ლარი; გ) ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის და შესაბამისი ფისკალური პროგნოზირების საფუძველზე შემცირდეს საკუთარი შემოსავლები 1 810 000 ლარით, კერძოდ: გ.ა) გადასახადი საქართველოს საწარმოთა ქონებაზე (გარდა მიწისა) (ორგანიზაციული კოდი 11311) – 810 000 ლარით; გ.ბ) დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო შემოსავალი (ორგანიზაციული კოდი 11411) – 1 000 000 ლარით; დ) საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა, არაფინანსური აქტივების ზრდა, (ორგანიზაციული კოდი - 02 04 – 61.1.2.11.) – 37 500 ლარით; ე) ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება (ორგანიზაციული კოდი - 06 02 14 – 2.7.) – 34 000 ლარით. 3. შესაბამისად გაიზარდოს გადასახდელების ნაწილში: ა) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს №1574 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 07 – 61.1.1.11.) – 900 000 ლარით; ბ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 აგვისტოს №1573 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინასური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01 – 61.1.1.5.) – 252 700 ლარით; გ) საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 02 04 – 2.5) – 37 500 ლარით; დ) მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი - 06 02 12 – 2.7.) – 34 000 ლარით. 4. შესაბამისად შემცირდეს გადასახდელების ნაწილში: ა) საქართველოს მთავრობის №2630 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინასური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01 – 61.1.1.5.) – 349 201 ლარით; ბ) საქართველოს მთავრობის №27 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან ზოგადი განათლების ხელშეწყობა, არაფინანსური აქტივების ზრდა, არასაცხოვრებელი შენობები (ორგანიზაციული კოდი - 04 02 – 61.1.1.2.) – 90 000 ლარით; გ) საქართველოს მთავრობის №27 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან ზოგადი განათლების ხელშეწყობა, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 0402 – 2.2.10.14) – 321 940,88 ლარით; დ) ოზურგეთის საკრებულო, შრომის ანაზღაურება დანამატის ნაწილში (ორგანიზაციული კოდი - 01 01 – 2.1.1.1.4.) – 20 000 ლარით; ე) ოზურგეთის საკრებულო, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 01 01 – 2.2) – 30 000 ლარით; ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, შრომის ანაზღაურება დანამატის ნაწილში (ორგანიზაციული კოდი - 01 02 – 2.1.1.1.4.) – 40 000 ლარით; ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, საქონელი და მომსახურება (ორგანიზაციული კოდი - 01 02 – 2.2) – 120 000 ლარით; თ) ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი - 02 02 01 – 61.1.1.11.) – 840 000 ლარით; ი) საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა, არაფინანსური აქტივების ზრდა, (ორგანიზაციული კოდი - 02 04 – 61.1.2.11.) – 150 000 ლარით; კ) სკოლამდელი განათლების დაფინანსება, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 04 01 – 2.5) – 300 000 ლარით; ლ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა, სხვადასხვა კაპიტალური ხარჯბი (ორგანიზაციული კოდი - 04 02 – 2.8.2.2.) – 50 000 ლარით; მ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების სხვა დანარჩენი მიმდინარე ხარჯი (ორგანიზაციული კოდი - 05 01 01 – 2.8.2.1.18) – 20 000 ლარით; ნ) სპორტული ობიექტების დაფინანსება, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი - 05 01 02 – 2.5) – 70 000 ლარით; ო) კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა, სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი (ორგანიზაციული კოდი - 05 02 01 – 2.2.10.14) – 150 000 ლარით; პ) ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა, სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი (ორგანიზაციული კოდი - 05 03 – 2.2.10.14) – 20 000 ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 37 997,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 21482,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 13875,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2640,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 21273,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 22279,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 22529,3 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს - 5484,9 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 16 794,4 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -5 669,8 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 114,9 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა. 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 689,6 ათას ლარს, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 574,7 ათასი ლარი. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი 02 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 23 331 400 ლარი
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
(პროგრამული კოდი 02 00) |
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები და მდინარეზე ნაგვის დამჭერის მოწყობა. დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; ქალაქის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები. ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.
|
მუხლი 15.
განათლება
(პროგრამული კოდი 04 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 6 164 400 ლარი.
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
(პროგრამული კოდი 05 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 508 000 ლარი კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში.
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამულიკოდი 06 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 1 890 300 ლარი.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 2020 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე.
|
მუხლი 18.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. |
თავი III
ოზურგეთის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 19.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის
გადასახდელები: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 20 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 21 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 22 |
2020 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 23 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი, დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 24 |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 25 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 26.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერისგადაწყვეტილებების საფუძველზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 27.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 250,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 107,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 143,0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 28.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-17 მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები