„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017060
131
01/09/2020
ვებგვერდი, 02/09/2020
140130000.22.034.017060
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №131

2020 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 21-ე მუხლის:

ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური კონკურსის სახეებია:

ა) ღია სპეციალური კონკურსი;

ბ) შიდა სპეციალური კონკურსი.

11. ღია სპეციალური კონკურსი ტარდება სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის, გარდა ამ მუხლის 12 ან/და 111-113 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ღია სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:

„12. შიდა სპეციალური კონკურსი ტარდება ამ წესის 272 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

13. პოლიციელად მისაღებ კანდიდატს არჩევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც ამოწმებს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.“.

 

2.  27-ე მუხლის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 272 მუხლი:

 „მუხლი 272. შიდა სპეციალური კონკურსი

1. სამინისტრო ან სსიპ-ი, მისი ორგანიზაციული განვითარების მიზნით, უფლებამოსილია გამოაცხადოს შიდა სპეციალური კონკურსი სამინისტროს ან სსიპ-ის ვაკანტურ თანამდებობაზე  (გარდა ამ წესის 75-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობებისა).

2. შიდა სპეციალურ კონკურსში  მონაწილეობის უფლება აქვს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს.

3. შიდა სპეციალურ კონკურსს ატარებს ის სპეციალური საკონკურსო კომისია, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს დანაყოფში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის შერჩევა.

4. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შიდა სპეციალური კონკურსი მოიცავს კონკურსის იმავე ეტაპებსა და წესებს, რაც ამ წესით არის დადგენილი დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

5. შიდა სპეციალურ კონკურსში მონაწილე კანდიდატი, არ ექვემდებარება ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას, თუ მას  დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი და მეტი.

6. შიდა სპეციალური კონკურსის შესაბამისი ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომისია იღებს გადაწყვეტილებას, კანდიდატის სპეციალური წოდებით ან საჯარო მოხელედ/სამოქალაქო პირად თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

7. შიდა სპეციალური კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება/აპლიკაცია ან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა შიდა  კონკურსის ეტაპები.

8. შიდა სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია თავსდება სამინისტროს შიდა საინფორმაციო პორტალზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური