„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016334
14
31/08/2020
ვებგვერდი, 03/09/2020
010250050.35.103.016334
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2020 წლის 31 აგვისტო

დაბა მესტია

,,მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25  დაგენილებაში. (www.matsne.gov.ge,28/11/2017, სარეგისტრაციოკოდი 010260020.35.103.016243).
დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სოციალური დაცვის სამსახური შედგება სამსახურის უფროსის; სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების; სტიქიით დაზარალებულთა და უსახლკაროთა განყოფილებისა და სპეციალისტებისგან, რომელთა საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია: ცენტრალური ხელისუფლების, შესაბამის ადგილობრივ სამსახურებთან და კერძო სამართლის  ანალოგიური პროფილის სუბიექტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია. ვეტერანთა, დევნილთა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა, დახმარების გაწევა და შესაბამისი წინადადებების მომზადება. ასევე, ჯანმრთელობის დაცვის, დაწესებულებებთან იმ საკითხების რეგულირება, რომლიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებს უკავშირდება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე