„სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს N01-91/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს N01-91/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-95/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016787
01-95/ნ
01/09/2020
ვებგვერდი, 01/09/2020
470230000.22.035.016787
„სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს N01-91/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-95/ნ

2020 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართევლოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 18/08/2020; 470230000.22.035.016783) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის (სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ) მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

3. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. დირექტორის არყოფნის (უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების) შემთხვევაში, სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრი უფლებამოსილია დირექტორის უფლება-მოვალეობები დროებით დააკისროს დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე