დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 04/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050020.54.066.016197 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 23 მაისის №66 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 310050020.54.066.016098) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სატრანსპორტო საშუალება – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩვეულებრივ, გამოიყენება აეროდრომის ტერიტორიაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები: „ჟ) ბაქანი – სახმელეთო აეროდრომის განსაზღვრული ფართობი სხ-ების განსალაგებლად, სხ-ში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის, ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის, საწვავით გამართვის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით“; რ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ)/სამიმოსვლო ბილიკის (სბ) გადაკვეთა – სატრანსპორტო საშუალებით ან სპეციალური ტრანსპორტით, ადზ-ის ან სბ-ის კვეთა დროის მაქსიმალურად მცირე მონაკვეთში; ს) ადზ/სბ-ს დაკავება – სატრანსპორტო საშუალებით ან სპეციალური ტრანსპორტით, ასევე შესაბამისი პერსონალის მიერ სამანევრო არეს სამშენებლო, სარემონტო, საინსპქციო ან სხვა სამუშაოების განხორციელების მიზნით დაკავება; ტ) სამიმოსვლო ბილიკი (სბ) – სახმელეთო აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მიმოსვლისთვის და აეროდრომის ერთი ნაწილის მეორესთან დასაკავშირებლად განკუთვნილი ბილიკი, მათ შორის: ტ.ა) ბაქნის სამიმოსვლო ბილიკი – ბაქანზე განლაგებული სამიმოსვლო ბილიკების სისტემის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ბაქნის გავლით სხ-ის მარშრუტს ან სხ-ის სადგომის სამიმოსვლო ზოლზე წვდომას; ტ.ბ) სხ-ის სადგომზე სამიმოსვლო ზოლი – ბაქნის ნაწილი, რომელიც აღნიშნულია როგორც ბილიკი და გამოიყენება მხოლოდ სხ-ის სადგომამდე მისასვლელად; ტ.გ) ჩქაროსნული გამყვანი სამიმოსვლო ბილიკი – ადზ-სთან მახვილი კუთხით მიერთებული სბ, რომელიც დაფრენილ საჰაერო ხომალდს ადზ-დან იმაზე უფრო მეტი სიჩქარით გასვლის საშუალებას აძლევს, ვიდრე ეს სხვა სბ-ზეა შესაძლებელი, რითაც მცირდება ადზ-ის დაკავების დრო.“; უ) სამიმოსვლო არე (სამუშაო მოედანი) – აეროდრომის ნაწილი, რომელიც მოიცავს სამანევრო არეს და ბაქანს (ბაქნებს) და განკუთვნილია სხ-ების აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისათვის; ფ) შეზღუდული ხილვადობის პროცედურა (LVP) – ქმედებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს აეროდრომის უსაფრთხო ოპერირებას აეროდრომზე ხილვადობის გაუარესების დროს, რომელსაც შეიმუშავებს აეროდრომის ექსპლუატანტი სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან ერთად.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უზრუნველყოს აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგება, მათ შორის: ა.ა) უზრუნველყოს აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის მარშრუტ(ებ)ის დადგენა; ა.ბ) უზრუნველყოს აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტრანსპორტისათვის განკუთვნილი, როგორც მუდმივი, ასევე დროებითი გაჩერების არე(ები)ს მოწყობა“. ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) გააჩნდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ შესაბამისად გაცემული, მოქმედი, პიროვნების საშვი.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აეროდრომის ტერიტორიაზე სამუშაოდ/სამოძრაოდ დაშვებული ყველა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).“; ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იმ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება/ექსპლუატაცია, რომელსაც არ გააჩნია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 მარტის №26 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ შესაბამისად გაცემული საშვი“. 4. მე-7 მუხლის: ა) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აეროდრომის ტერიტორიაზე მოძრაობისას შეზღუდულ ხილვადობასთან დაკავშირებული პროცედურის ამოქმედებისას “; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ქვეითი ვალდებულია ისარგებლოს მისთვის გამოყოფილი მარშრუტით და გადასასვლელით.“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10) აეროდრომის ტერიტორიაზე ქვეითთა გადაადგილება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.“. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სატრანსპორტო საშუალების/სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება ბაქანზე და საჰაერო ხომალდის სადგომზე 1. ბაქანზე სატრანსპორტო საშუალებების და სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობისას: ა) ბაქანზე არსებული სამიმოსვლო ბილიკების (ბაქნის სამიმოსვლო ბილიკი, სხ-ის სადგომზე სამიმოსვლო ზოლი) გადაკვეთა შესაძლებელია საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის ან ბაქანზე საქმიანობის მართვის სამსახურის ნებართვის გარეშე. სბ-ის გადაკვეთა ხორციელდება აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ დადგენილი წესით; ბ) გადაკვეთის დროს სატრანსპორტო საშუალების/სპეციალური ტრანსპორტის იძულებით ან მიზნობრივად გაჩერების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის ან ბაქანზე საქმიანობის მართვის სამსახურის ინფორმირება (ადგილმდებარეობის და გაჩერების მიზეზი); გ) დაუშვებელია ბაქანზე არსებული სამიმოსვლო ბილიკების (ბაქნის სამიმოსვლო ბილიკი, სხ-ის სადგომზე სამიმოსვლო ზოლი) დაკავება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის ან ბაქანზე საქმიანობის მართვის სამსახურის ნებართვის გარეშე. 2. სატრანსპორტო საშუალებების და სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებისას საჰაერო ხომალდის სადგომზე: ა) სპეციალური ტრანსპორტის მიდგომა/გასვლას ხელმძღვანელობს საჰაერო ხომალდებთან სპეციალური ტრანსპორტის მიდგომაზე/გასვლაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება; ბ) საჰაერო ხომალდებთან სპეციალური ტრანსპორტის მიდგომა/გასვლა ხორციელდება კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდისათვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ან/და მწარმოებლის მიერ შემუშავებული, საჰაერო ხომალდების მომსახურებისას სპეციალური ტრანსპორტის მიდგომის, გასვლისა და მანევრირების სქემების შესაბამისად; გ) სპეციალური ტრანსპორტისთვის, საჰაერო ხომალდის უშუალო მომსახურების დროს გამოყენებული უნდა იყოს დაგორების საწინააღმდეგო ხუნდ(ებ)ი (გარდა საწვავგამმართველი სპეციალური ტრანსპორტისა). 3. სატრანსპორტო საშუალებებისათვის და დამხმარე აღჭურვილობებისათვის, მათი გაჩერების ან დგომის არეებში (EPA/ESA) გაჩერების/დგომის დროს, გამოყენებული უნდა იყოს დაგორების საწინააღმდეგო ხუნდები.“. 6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სამუშაოების დაწყებამდე, სატრანსპორტო საშუალებების/სპეციალური ტრანსპორტის გამოყენებამდე დარწმუნდეს მათ ტექნიკურ გამართულობაში.“. 7. მე-11 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მძღოლის თეორიულ მომზადებას უზრუნველყოფს აეროდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოსთან შეთანხმებული „მძღოლის მომზადების პროგრამის“ შესაბამისად.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აეროდრომის ტერიტორიაზე სამოძრაოდ დაშვების შემდეგ საწარმო ვალდებულია ორ წელიწადში ერთხელ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს მძღოლის მხოლოდ თეორიული მომზადება და ტესტირება.“. 8. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა.დ“, „ბ.დ“, „ბ.ზ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) აეროდრომის ტერიტორიაზე შეზღუდული ხილვადობის პროცედურის ამოქმედების დროს მოძრაობის წესს“; „ბ.დ) აეროდრომის ტერიტორიაზე შეზღუდული ხილვადობის პროცედურის ამოქმედების დროს მოძრაობის წესს“; „ბ.ზ) საჰაერო ხომალდებთან სპეციალური ტრანსპორტით მიდგომის/გასვლის ხელით გადასაცემ ნიშნებს“; „გ.დ) აეროდრომის ტერიტორიაზე შეზღუდული ხილვადობის პროცედურის ამოქმედების დროს მოძრაობის წესს;“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ.კ“, „ბ.ლ“, „გ.ლ“ და „გ.მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 9. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფორმაცია, თუ რას უნდა მოიცავდეს მოწმობა, მოცემულია №1 დანართში.“. 10. მე-14 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩემოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მძღოლის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია/შეიძლება გამოიწვიოს საავიაციო შემთხვევა/ინციდენტი;“. 11. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. აეროდრომის ექსპლუატანტებმა უზრუნველყონ ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა 2020 წლის 1 ნოემბრამდე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები