დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.161.016475 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზეგარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №27 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 19/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016406)
1. დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“. 2. დადგენილების დანართის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულება.“. 3. დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.“. 4. დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში: ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით შესაბამისი დაწესებულებების მართვის კოორდინაცია; დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა; ე) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთათვისაც სოციალური დახმარების გაწევა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ვ) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში; ზ) საჭიროების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობისათვის თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მათი სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; თ) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად; ი) სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეთა აღრიცხვა; კ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან სოციალურად დაუცველ კონტინგენტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მდგომარეობის პერიოდულად შესწავლა; მ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და შესაძლებლობის შემთხვევაში მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; ნ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; პ) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ჟ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; რ) მუნიციპალიტეტის მერის ცალკეულ დავალებათა შესრულება. 2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში: ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა. თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები