„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016473
20
31/08/2020
ვებგვერდი, 01/09/2020
010260020.35.161.016473
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2020 წლის 31 აგვისტო

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N21 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 20/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016400)

1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური;“

2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დახმარებისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვა და მათი განხორციელების კონტროლი, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირაფი ორუჯოვი