დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 540 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 27/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.022262 |
|
„ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალის (ichange.gov.ge) შექმნისა და ამ პორტალით სარგებლობის წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №245 დადგენილებაში (www.matsne.ge; 22/05/2017; 010240010.10.003.019953) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული პეტიციების წარსადგენად ელექტრონული პორტალით (ichange.gov.ge) სარგებლობის წესისა და პირობების“:
1. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა, ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა (ხუთი ათასი) მომხმარებელმა. ელექტრონულმა პეტიციამ აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერები უნდა შეაგროვოს ინიციირებული ელექტრონული პეტიციის ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მითითებული დროის განმავლობაში ვერ მოიპოვებს საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს, იგი მიიჩნევა ვადაგასულად, ichange-ის პორტალზე ის დაიხურება და შეუძლებელი გახდება ხელმოწერის დამატება.“. 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობა ამ წესებისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილ ელექტრონულ პეტიციას, რომელიც მისი ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხელმოწერილი იქნება არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) მომხმარებლის მიერ, განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით. ამავე კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება, განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.“; ბ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი უნდა მოამზადოს და ელექტრონული პეტიციის პორტალზე გამოსაქვეყნებლად გადასცეს ichange-ის მოდერატორს ელექტრონული პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ხელმოწერის შეგროვებიდან 3 თვის ვადაში.“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები