„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“ −ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022264
542
27/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
040030000.10.003.022264
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“ −ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №542

2020 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, 040030000.10.003.021682) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“  მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

მუხლი 9. ზედმეტად გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. დაინტერესებულ პირს ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეიძლება უკან დაუბრუნდეს, თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ საფასურზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად გადასახდელ საფასურს შორის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების თაობაზე წერილობითი მოთხოვნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ უნდა წარედგინოს მომსახურების საფასურის გადახდიდან 1 თვის ვადაში. ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

3. დაინტერესებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა უკან დაუბრუნდება თანხის დაბრუნების თაობაზე წერილობითი მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც ამ დადგენილების ამოქმედებამდე გადახდილი აქვს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების განაკვეთით გადასახდელ საფასურზე მეტი ოდენობის თანხა, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით წერილობით უნდა მიმართოს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია