დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.148.016630 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/09/2020 - 11/08/2023)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს ადგილები დანართი №1-ის შესაბამისად, რომლებზეც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში განთავსებული იქნება სტენდები (თითოეული სტენდი 12 კვ.მ) საარჩევნო პლაკატების გასაკრავად. |
| მუხლი 2 |
1. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სტენდებზე საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილ(ებ)ით.
2. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სტენდებზე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით. 3. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სტენდებზე საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი). 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, ამ დადგენილების 1-ლი მუხლით განსაზღვრულ სტენდზე, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განისაზღვროს იმგვარად, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი. |
| მუხლი 3 |
არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებლად განისაზღვროს ქალაქ გორში, მშვიდობის გამზ. №12-ში არსებული შენობა-ნაგებობა და ქ.გორში, სუხიშვილის ქ. №20-ში არსებული შენობა-ნაგებობა.
|
| მუხლი 4 |
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალოს საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ცალკეულ არქიტექტურულ ობიექტებზე დანართი №2-ის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
|
| მუხლი 5 |
წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში აიკრძალოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა იმ ადგილებზე, რომლებიც შესულია გარე რეკლამის გავრცელების გეგმაში და ამ დადგენილების 1-ლი მუხლის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში განთავსებული იქნება სტენდები (თითოეული სტენდი 12 კვ.მ) საარჩევნო პლაკატების გასაკრავად. |
| მუხლი 6 |
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აიკრძალოს საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
|
| მუხლი 7 |
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
| მუხლი 8 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
|
|
. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები