დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 539 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.022259 |
|
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის“:
1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომერციული ბანკი უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების შესაძლებლობა მისცეს იმ მსესხებლებსაც, რომელთა მიმდინარე სესხი/სესხები გაცემულია დადგენილების დანართ №1-ით გათვალისწინებული მიზნობრიობით და რომლებიც 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების შესაბამისად კლასიფიცირდება „სტანდარტული“ სესხის კატეგორიაში.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სსიპ-ის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარი იმავე სესხზე დამატებით ვერ ისარგებლებს სხვა საგარანტიო სქემით (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) და პირიქით, თუ კრედიტზე სხვა საგარანტიო სქემის/ფონდის (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ფარგლებში უკვე გაცემულია გარანტია, აღნიშნულ კრედიტთან დაკავშირებით არ მოხდება პროგრამის ფარგლებში საკრედიტო გარანტიის გაცემა.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. კონკრეტულ სესხთან დაკავშირებით საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იმავე სესხის ფარგლებში ვერ ისარგებლებს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სესხი გაცემულია ეკონომიკური საქმიანობების შემდეგ სახეებზე:
გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. წინამდებარე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სარგებლობისას მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების (თევზსაჭერი გემის) შეძენის შემთხვევაში, ხსენებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ოპერირების/საქმიანობის დაწყებისთანავე მოახდინოს გემის უფლებრივი დატვირთვა პროგრამის ფარგლებში აღებული/რესტრუქტურიზებული სესხის უზრუნველსაყოფად და სააგენტოსგან მიღებული გარანტიის ნაწილობრივ გამოთავისუფლების მოთხოვნით მიმართოს ბანკს, რომელიც, თავის მხრივ, მოახდენს გაცემული გარანტიის ნაწილობრივ ჩანაცვლებას სააგენტოსა და ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1: საქმიანობის სახეები
* ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ ლოკოკინების მოშენება. ** ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია პროგრამის ფარგლებში, როგორც ახალი სესხის აღება, ასევე მიმდინარე/არსებული სესხის რესტრუქტურიზებაც დანართ №2-ით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სასტუმროს მშენებლობის ან გაფართოების/გადაიარაღების მიზნით. ამასთან, პროგრამის ფარგლებში არსებული/მიმდინარე სესხის რესტრუქტურიზება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ ხდება პროგრამით დადგენილი ლიმიტებისა და კრიტერიუმების შესაბამისი ახალი სესხის აღებაც ან დამტკიცებული სესხის აუთვისებელი ტრანშის ათვისებაც. *** ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ახალი სესხის აღება, რომლის მიზნობრიობა უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი საოპერაციო ხარჯების (ერთ-ერთის ან რამდენიმეს) უზრუნველყოფა: ა) უძრავი ქონების იჯარის, ქირის ხარჯი; ბ) ხელფასის ხარჯი; გ) ტრანსპორტირების ხარჯი (მხოლოდ ქვეყნის შიგნით); დ) რეკლამის ხარჯი; ე) კომუნალური ხარჯი; ვ) საოფისე ხარჯი; ზ) ქონების დაზღვევის ხარჯი. **** ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ისეთი სესხის აღება/რესტრუქტურიზება, რომლის მიზნობრიობაა კინოფილმების საწარმოებელი მოწყობილობების შეძენა იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით.“.
5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
სასტუმროს (მხოლოდ მშენებარე/არაოპერირებადი) მინიმალური კრიტერიუმები (55.10.1 – სასტუმროები რესტორნებით, 55.10.2 – სასტუმროები რესტორნების გარეშე და 55.20.0 – დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები საქმიანობის სახეებისთვის)
ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში – მინ. 10 ნომერი ან არსებული სასტუმროს (მშენებარე/არაოპერირებადი) გაფართოებისას/ გადაიარაღებისას სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება № 2 დანართის შესაბამისად.
სასტუმროს უნდა ჰქონდეს 1-ოთახიანი ან მრავალოთახიანი ნომრები: ა) 1-ოთახიანი ნომერი – 1-ადგილიანი ან 2-ადგილიანი – არანაკლებ 18 კვ.მ, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 4 კვ. მ-ისა;. ბ) მრავალოთახიანი ნომერი (აპარტამენტი) 2-ადგილიანი ან 2+ ადგილიანი – თითოეულ სტუმარზე არანაკლებ 8 კვ. მ-ისა, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 2 კვ. მ-ისა.
ნომრებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საწოლის ჩამატების შესაძლებლობა.
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიფტი არაეფექტურია ტექნიკურ-ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით და არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით): ა) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სალიფტე შახტის შესრულება შეუძლებელია; ბ) შენობა-ნაგებობა განლაგებულია ისეთ რთულ რელიეფზე (ფერდობზე, ტერასაზე და სხვა), რომელიც არ იძლევა სალიფტე შახტის შესრულების საშუალებას; გ) არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და საყოფაცხოვრებო ნორმებს; დ) თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი ადაპტაცია გამოიწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას.
ა) გარე განათება; ბ) შენობის შიდა ფართობის განათება; გ) საშხაპე/აბაზანა, ხელსაბანი, უნიტაზი; დ) სასტუმრო ოთახ(ებ)ისა და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.
ა) ნომერში არანაკლებ ერთი ფანჯრისა ბუნებრივი განათებისათვის (ხმაურდამცავი მინაპაკეტით); ბ) ოთახების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა), აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით; გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა).
ა) ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია ქართულ და უცხო ენებზე; ბ) საევაკუაციო სქემა სტუმრისთვის თვალსაჩინო ადგილას.
ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი; ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება; გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილება; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასტუმროში განთავსების საშუალება.
ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი; ბ) მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან; გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.
ა) სასადილო ან რესტორანი.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 14 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები